logo
ENG



იტალიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

02 თებ 202410:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/gwl6uvdad4y8lbp.png

იტალიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 35 წლის კაცი იტალიაში ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა მას საცხოვრებელი არ ჰქონდა. მაღაზიის თანამშრომლებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც რამდენიმე ბოთლის ჩანთაში დამალვას ცდილობდა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ჩხრეკის დროს კაცს 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ამოუღეს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 ევროს შეადგენდა.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს პოტენცას პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალა.


close დახურვა