იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. საქმის მასალების თანახმად, ბინის მეპატრონე ძარცვის მცდელობის დროს სახლში იმყოფებოდა.
კარაბინერების გამოჩენისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზევე დააკავეს. ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო. დაკავებულების ასაკი 33-დან 52 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.