logo
ENG



იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა

05 მარ 202008:08
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში კორონავირუს COVID-19 -ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა. აქედან გასული დღის განმავლობაში ვირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიით 28 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ამერიკას, კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აქ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. საშიში ვირუსი ამერიკის 16 შტატში დაფიქსირდა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 11-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა სამხრეთ კორეასა და ირანშიც.  ჩინეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა რაოდენობამ აქ 3012-ს მიაღწია.  

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შედეგად სულ 3249 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში ახალი ვირუსით ინფიცირების 93 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 


close დახურვა