logo
ENG



იტალიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა - დაღუპულია ორი ადამიანი

06 თებ 202015:01
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში სწრაფი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე იტალიის რკინიგზის თანამშრომელია. დაშავებულია 27 მგზავრი.

მატარებელი რელსიდან მილანიდან 40 კილომეტრის დაშორებით, გამთენიისას გადავიდა. მომხდარის მიზეზი უცნობია. ავარიის გამო დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა მილანსა და ბოლონიას შორის.


close დახურვა