logo
ENG



იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან განიკურნა

15 მარ 202016:00
3 წუთის საკითხავი
 
1afduytcdnxuqcw.png

იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. თამარ ილურიძეს, რომელიც იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტია, COVID-19 ვენეციაში გამართული კარნავალის შემდეგ დაუდგინა.

ილურიძე ამბობს, რომ ვირუსი მარტივ ფორმებში გადაიტანა. მან საავადმყოფოში 10 დღე გაატარა, ამჟამად კი, კარანტინში იმყოფება. სტუდენტი საქართველოს მთავრობას, საელჩოსა და საკონსულოს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩემს შემთხვევაში მაღალი სიცხე მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, ხოლო დაბალი სიცხე კიდევ დაახლოებით ერთი კვირა, ასევე ხველა მთელი ამ დროის განმავლობაში. არ მქონია პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით და ღმერთის წყალობით, არც პნევმონიამდე გართულდა საქმე. შესაბამისად, მკურნალობა ვერ შემოიფარგლებოდა მედიკამენტებით და საკვების დახმარებით ცდილობდნენ ორგანიზმისთვის მრავალი საჭირო ვიტამინის მიწოდებასა და ხელის შეწყობას, რომ თავად ორგანიზმს შესძლებოდა დაემარცხებინა ვირუსი. თუმცა, მკურნალობის დროს ხდება მუდმივი კონტროლი სხვადასხვა ანალიზების საშუალებით, მათ შორის ყოველდღიური სისხლის აღება მაჯის არტერიიდან, რაც დამიჯერეთ სიტყვით რთულად ასახსნელი და უმტკივნეულესი პროცესია და საერთოც არაფერი აქვს უბრალო ვენის ნემსის შეხებასთან.

საავადმყოფოში 10 დღე დავყავი, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწერის თაობაზე, მას შემდეგ რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს, რის შემდეგაც შევძლებ დავბრუნდე სამშობლოში“, - წერს თამარ ილურიძე საკუთარ ბლოგზე.


close დახურვა