იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები 47 წლის ქმარმა მიაყენა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. იტალიური მედია წერს, რომ თავდასხმის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ქალი კი, სახლის მეპატრონემ - უგონო მდგომარეობაში იპოვა.
პოლიციამ თავდამსხმელი რამდენიმე საათში დააკავა და ის ქალაქ ბარის ციხეშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დაშავებულ ქალს, ის კლინიკაში იყო გადაყვანილი, საიდანაც დღეს გაწერეს.