logo
ENG



იტალიაში უსაბუთო მიგრანტებს, მათ შორის ქართველებს, ლეგალურად დასაქმების ნებართვას აძლევენ

14 მაი 202016:50
3 წუთის საკითხავი
 
xxxkwoj4quswo55.jpg

იტალიაში უსაბუთო მიგრანტებს სამსახურის დაწყების ნებართვას ანიჭებენ. ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ქვეყნის კოალიციურმა მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად ათსობით უსაბუთო მიგრანტს ქვეყანაში დროებით დარჩენის და მუშაობის უფლება ექნება. ამინსტია გავრცელდება მომვლელებსა და ფერმებში მომუშავე ადამიანებზე.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დინო მარტირანომ განაცხადა, რომ უცხოელი მუშებს, რომლებიც სახლებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებული ლეგალურად ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებას შეძლებენ. ახალი ნებართვა ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ინიციატივა იტალიის სოფლის მეურნეობის ასოციაციამ წამოაყენა, რომელიც 200 000  სეზონური მუშახელის გარეშე დარჩა. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არიან და კორონავირუსის გამო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო საკუთარ ქვეყნებში ჩარჩნენ. შედეგად სოფლის მეურნეობის სექტორი მოსავლის 25 პროცენტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.


close დახურვა