logo
ENG



იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

02 იან 202015:51
3 წუთის საკითხავი
 
vp26uvy9b0sxcyn.jpg

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ gofasano.com იუწყება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული არიან 42, 41, 29 და 35 წლის მამაკაცები. პოლიციამ ისინი ქალაქ ფაზანოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან დააკავა. იტალიელმა სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ისინი გაჩხრიკეს და 450 ევროს ოდენობის პროდუქცია ამოიღეს.

დაკავების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ. სასამართლომ ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ისინი საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს. შესაბამისი სამსახური საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან 7 დღის განმავლობაში გააძევებს. 


 


close დახურვა