logo
ENG



იტალიაში ჩარჩენილები - ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

12 მარ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

ფლორენციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე საელჩოს გულგრილობაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ფიქრია ცინარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, თუმცა ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. საელჩოს რჩევით ნაყიდი ბილეთი გაუქმდა, მას ასევე უარი ეთქვა იმ რეისით წამოსვლაზე, რომლითაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს. 

იტალიაში ჩარჩენილი ემიგრანტის შესახებ, რომელსაც  ხერხემალზე სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, „ფორმულამ“ კითხვა მთავრობის სხდომაზე ჯანმთელობის დაცვის მინისტრს დაუსვა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევას არ იცნობს.

ემიგრანტმა ქალმა საკუთარი  პრობლემის  შესახებ, გუშინ საღამოს სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა და ქალი დახმარებას ითხოვს- საგარეო საქმეთა სამინისტროში  განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

რომიდან ვერ გამოდის ახალგაზრდა სტუდენტიც. ქრისტინა აფაქიძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ რთულ ვითარებაზე რაშიც თვით იზოლაციის დროს უწევს ცხოვრება. 

საქართველოში გამომგზავრების სურვილი კიდევ არაერთ ქართველ ემიგრანტს და  სწავლის მიზნით რომში წასულ საქართველოს მოქალაქეს აქვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მთავრობაში და როდის მოხდება რომში ჩარჩენილების ჩამოყვანა - ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. 

 

 


close დახურვა