logo
ENG



იტალიაში წყალდიდობაა - ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

22 ოქტ 201916:20
3 წუთის საკითხავი
 
0l73ne6ppigdf2i.png

იტალიაში წყალდიდობაა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები დააზარალა, სადაც განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. 

გადაუდებელი წვიმის შედეგად, სტიქიის ზონაში პატარა მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლება დატბორა, არის მსხვერპლიც.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულია მამაკაცი, რომლის მანქანაც მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა. დაზარალებული რაიონებიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაციაც განხორციელდა.  


close დახურვა