logo
ENG



იტალიელი სპეციალისტები გელათში

02 ივნ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

გელათს, რომელიც ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ სავალალო ვითარებამდე მიიყვანა, ახლა იტალიელები სწავლობენ. სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა მოქმედი ხელისუფლების პირობებში შეცდომებისა და არაკომპეტენტური ნაბიჯების გამო ისედაც მძიმე იყო, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებებმა კი კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად წულუკიანის ნაცვლად პროცესი საპატრიარქომ გადაიბარა. გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი ახლა დავით ლორთქიფანიძეა, რომელსაც წულუკიანი დიდი ხანია ებრძვის. გელათის პრობლემამ შიდა სახელისუფლებო ინტრიგებიც გამოავლინა, ამ თამაშებში საპატრიარქოს სიმპათიებიც იკვეთება.  საზოგადოებისთვის კი მთავარია, გელათის მდგომარეობა გამოსწორდეს, რამდენადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.  


close დახურვა