logo
ENG



იტალიიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა - სიცხე არც ერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა

05 მარ 202007:48
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის აეროპორტში იტალიიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა.

მგზავრების თქმით, მათ შემოწმება ჩამოფრენის შემდეგ გაიარეს. როგორც იტალიიდან ჩამოსულები ამბობენ, ტემპერატურა არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა.

თუმცა, 11 ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 

"მათ შეამოწმეს ჩვენი ტემპერატურა და ასევე გვკითხეს საიდან ჩამოვედით. იტალიაშიც ამოწმებენ, მაგრამ ყველას არა. ძირითად ამოწმებენ მათ, ვინც იტალიაში ჩადის", - განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა. 

კიდევ ერთი მგზავრის თქმით, შემოწმების შემდეგ მათ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. 

"ყველანაირი პროცედურა გავიარეთ. ბევრი შემოწმება ჩატარდა. ბუკლეტები დაგვირიგეს, სადაც რეკომენდაციები წერია. ყველას რა თქმა უნდა გავითვალისწინებ", - განაცხადა მგზავრმა. 

 

 


close დახურვა