იტალიაში, კუნძულ პანტელერიაზე, ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია, სულ მცირე, ორი ადამიანი.
სტიქიის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი. ოთხი მათგანი დაჭრილია - პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა გადაყვანა პალერმოს კლინიკაში იგეგმება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.
ტორნადომ კუნძულს გადაუარა, ამოაყირავა ავტომობილები, სახლებს სახურავები ახადა, გაანადგურა სანაპირო გზა - უყვება ჟურნალისტებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.
ერთერთი მაშველის თქმით, სურათი, რომელსაც შეესწრო, "აპოკალიპტური" იყო - წერს BBC.
პანტელერია ხმელთაშუა ზღვის კუნძულია და ცნობილია ვულკანური წარმოშობის მთებითა და ცხელი სამკურნალო წყაროებით.