logo
ENG



იტალიის მახლობლად, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა

26 თებ 202316:59
3 წუთის საკითხავი
clock 456
2023/02/26/96npyz8u1iv5221.png

იტალიის მახლობლად, სამხრეთ ნაწილში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი.

გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფა კალაბრიის რეგიონთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია საიდან მოდიოდა ნავი, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ბორტზე იყვნენ ირანის, ერაყის, სირიის, ავღანეთის, პაკისტანისა და სომალის მოქალაქეები.

"ამ დროისთვის კატასტროფას გადაურჩა 80 ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ჩაძირვის შემდეგ ნაპირამდე მისვლა მოახერხა. 43 ადამიანის ცხედარი სანაპირო ზოლის გასწვრივ არის ნაპოვნი", - ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ნავმა კატასტროფა უამინდობის დროს კლდესთან დაჯახების შედეგად განიცადა.


close დახურვა