logo
ENG



იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მილანის რეგიონი ჩაიკეტება

08 მარ 202001:45
3 წუთის საკითხავი
 
xcp7zvykibt6kb6.jpg

იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მილანის რეგიონი ჩაკეტოს, - ამის შესახებ ინფომაციას Bloomberg ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო, მას შემდეგ რაც რეგიონში ინფიცირებულთა 5883 შემთხვევა დაფიქსირდა.

მილანი 3 აპრილამდე დღეიდან ჩაიკეტება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქიდან გასვლა აიკრძალება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

გარდა ამისა, Bloomberg-ი წერს, რომ ქალაქში არსებულმა ყველა ბარმა თუ რესტორანმა უნდა აკონტროლოს, ადამიანების დისტანცია. ის დაწესებულებები, რომლებიც დაარღვევენ წესს, დაიხურებიან. ასევე, ყველა ვინც ახალ განკარგულებას არ დაემორჩილება, მასზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყება.

 


close დახურვა