იტალიის პრემიერს პანდემიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით დასაკითხად იბარებენ.
გამოძიებას, რომელიც კორონავირუსის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერაა ორგანიზებული, ბერგამოს პროვინციის პროკურატურა აწარმოებს.
ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ გამომძიებელთა შეკითხვების არ ეშინია. პრემიერამდე დასაკითხად შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები იყვნენ გამოძახებული. მომჩივანი მხარე ფიქრობს, რომ წითელ ზონაში ქალაქების - ნემბრისა და ალძანოს შეყვანა დაგვიანდა, ავადმყოფებს კი ჰოსპიტალიზაციაზე ხშირად უარს ეუბნებოდნენ.
კორონავირუსს იტალიაში სულ 34 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. რეგისტრირებულია 235 ათასი შემთხვევა.