logo
ENG



იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

14 ივლ 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/idb9p08uevua463.jpg
Reuters

იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან მინისტრთა საბჭოზე განაცხადა.

"პარლამენტში ჩემს საინაუგურაციო გამოსვლაში მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ წავა წინ, თუ იქნება სამთავრობო პროგრამის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა, რომელშიც პოლიტიკურმა ძალებმა გამოთქვეს ნდობა". - თქვა დრაგიმ მთავრობის სხდომაზე.

მიზეზი კოალიციის დაშლაა, რაც პოპულისტური პარტიის "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" დატოვებამ გამოიწვია.

"ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს". - განაცხადა მარიო დრაგიმ. 

გადადგომის თხოვნით მან იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას დღეს მიმართა. 

La Repubblica-ს ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა არ მიიღო პრემიერმინისტრი, მარიო დრაგის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. 

ამის მიზეზად საერთაშორისო ვალდებულება დასახელდა. საუბარია ალჟირში, 18-19 ივლისს დაგეგმილ სამთავრობოთაშორისო სამიტზე, რომელიც თვეების წინ დაიგეგმა "ახალი გაზის" შეთანხმებების დასადებად, რომელსაც ხელს გადამდგარი პრემიერი ვერ მოაწერს. 

სავარაუდოდ, მარიო დრაგი თანამდებობას სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს. 

დრაგი იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.


close დახურვა