logo
ENG



იტალიის სერია ა 20 ივნისს განახლდება

29 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისიდან განახლდება. მთავარი პირობა, უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვაა. ცნობილია გათამაშების დაბრუნების კონკრეტული დეტალებიც, პრემიერლიგა 28-ე ტურის გადადებული მატჩებით განახლდება. 17 ივნისს ორი შეხვედრა გაიმართება, მაჩესტერ სიტი-არსენალს უმასპინძლებს, ასტონ ვილა კი შეფილდს შეხვდება. არსებული რელობის გათვალისწინებით, ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრები გულშემატკივრების დასწრების გარეშე გაიმართება.

ასევე ცნობილია იტალიის სერია ა-ს განახლების ზუსტი თარიღი.  იტალიის სპორტის მინისტრის, ვინჩენცო სპადაფორას თქმით, ჩემპიონატი 20 ივნისს დაბრუნდება. იტალიის ჩემპიონატი მარტის შუა რიცხვებში, 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა.


close დახურვა