logo
ENG



იტალიის ქალაქ გენუაში ჩანგრეული ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა

28 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

იტალიის ქალაქ გენუაში ჩანგრეული ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა. სამუშაოები ადგილზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების დროსაც არ შეჩერებულა. ახალი ხიდის ოფიციალურად გახსნასა და მასზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას ივლისის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

დღეს ადგილზე იტალიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც ინჟინრებს მადლობა გადაუხადა. კონსტრუქციაზე გენუის გიგანტური დროშაც გამოფინეს. ხიდი, რომელიც იტალიას, საფრანგეთსა და ესპანეთს აკავშირებდა, საპორტო ქალაქში 2018 წლის 14-ტ აგვისტოს ჩაინგრა. ტრაგედიას 43 ადამიანი ემსხვერპლა.  


close დახურვა