logo
ENG



იტალიის ქვეყნის ჩრდილოეთით ლომბარდია და ვენეტო კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული

24 თებ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

 

იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების შემდეგ,  ხელისუფლებამ ლომბარდიასა და ვენეტოში კარანტინი გამოაცხადა. 100 ათასამდე ადამიანს გადაადგილება ეკრძალება. გზებზე მანქანების მოძრაობაც შეჩერებულია. ხელისუფლება მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ბოლო მონაცემით, იტალიაში საშიშ ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია 213. შემთხვევები ძირითადად ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებში დადასტურდა.

იტალია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც საშიში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ევროკავშირი შენგენის ზონაში გადაადგილებაზე ჯერ აკრძალვის დაწესებას არ აპირებს.

მეორე ცხელი წერტილი მზარდი შემთხვევების მხრივ სამხრეთ კორეაა, სადაც უკვე 8 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რიცხვი კი დღეს 231-ით გაიზარდა და მათი საერთო რაოდენობა 830-ია. საშიში დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა ავღანეთში, ქუვეითში, ომანსა და ერაყში, სადაც ინფექცია ირანელ სტუდენტს აღმოაჩნდა.

 


close დახურვა