სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოშია. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაცემის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტი ზაგრებში მოხდა, სადაც 83 წლის ბერლუსკონი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს ესწრებოდა. სამიტის დროს ბერლუსკონი მოქალაქეებთან ერთად ფოტოს გადაღებას ცდილობდა, როდესაც წაიქცა. სამედიცინო დახმარებას კი მან მხოლოდ იტალიაში დაბრუნების შემდეგ მიმართა. ექიმების ცნობით, სილვიო ბერლუსკონის სერიოზული ტრავმა არ მიუღია, თუმცა ჰემატომა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილანის საავადმყოფოშია
23 ნოე 201914:23
3 წუთის საკითხავი