logo
ENG



იუვენტუსი - მილანი - იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება

12 ივნ 202014:40
3 წუთის საკითხავი
clock 601

ფეხბურთი ბრუნდება იტალიაშიც. იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, იუვენტუსი მილანს უმასპინძლებს. უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, ეს  პირველი პროფესიონალური შეხვედრა იქნება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იუვენტუსის და მილანის დაპირისპირება ყველაზე ყურებადი სანახაობა იქნება.

ექსპერტები სატელევიზიო რეიტინგის სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირებას ვარაუდობენ. თასის ნახევრაფინალურ დაპირისპირებას ორივე გუნდი მცირე დანაკლისით ხვდება. მაურიციო სარის, გონსალო იგუაინისა და მერიჰ დემირალის დახმარების იმედი ვერ ექნება, მილანის შემადგენლობაში კი ლუის დუარტე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ ითამაშებენ.


close დახურვა