იტალიის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრაში ტურინის იუვენტუსმა სამპდორიას უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ანდერა პირლომ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა და დადებითი შეფასებები მიიღო.
ტურინელთაგან გოლები დეიან კულუსევსკიმ, ლეონარდო ბონუჩიმ და კრისტიანო რონალდომ გაიტანეს.