logo
ENG



იუკნევიჩიენე ოცნებას: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს

14 დეკ 202201:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/14/qbbzqz22kz2k47b.jpg

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი" და მისი მიზნები ქართველი ხალხის მიზნებისგან განსხვავებულია.

იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ციხეში დაკავება და არ არის ევროპული ფასეულობები.

მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს.

"საქართველოს ადგილი ევროპაშია. დარწმუნებული ვარ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, რომ მას აქვს იგივე მიზნები, რაც ქართველ ხალხს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომელიც უნდა იყოს შესრულებული მანიპულაციებისა და პრეტენზიების გარეშე. მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება ციხეში არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა და მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს", - თქვა იუკნევიჩიენემ.


close დახურვა