logo
ENG



იუნისეფი: ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2015 წლის შემდეგ გაუარესდა

04 თებ 202020:58
3 წუთის საკითხავი
 
tfn0h5juqpamojd.jpg

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის შესახებ განცხადებას ავრცელებს - მონაცემების მიხედვით, 2015 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესებულია.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის სათანადო ინფორმაციას სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემები. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:

  • 2009 წელი - 11,5%
  • 2011 წელი - 9,4%
  • 2013 წელი - 6%
  • 2015 წელი - 2,5%
  • 2017 წელი - 6,8%" - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაეორს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 2019 წლის იგივე მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლოს.


close დახურვა