პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 მათგანს გაუწია, კენჭისყრა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე წარიმარტა, თუმცა კომიტეტის ტავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ამისთვის ყურადრება არ მიუქცევია და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია: თამარ ალანია - 1 მომხრე, გაბინაშილი მერაბ - 7 მომხრე, ვაჩაძე მაია - 7 მომხრე, თამარ ზამბახიძე - 8 მომხრე, თადუმაძე შალვა - 8 მომხრე, კაკაბაძე ალექსანდრე - 6 მომხრე, ლევან მიქაბერიძე - 6 მომხრე, გიორგი მიქაუტაძე - 8 მომხრე, სილაგაძე პაატა - 2 მომხრე, სხირტლაძე ნუგზარი - 6 მომხრე, ფაფიაშვილი ლალი - 7 მომხრე, ქადაგიძე ნინო - 7 მომხრე, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 მომხრე, ცინცაძე ქეთევანი - 6 მომხრე, წულაძე ალექსანდრე - 6 მომხრე, ჯეირანაშვილი გოჩა - 1 მომხრე. ჩამოთვლილთაგან ყველას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ეკა ბესელიამ მისცა. სიმბოლურად უყარეს კენჭი ზაზა თავაძის კანდიდატურას, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა. საბოლოო დასკვნით კი რეკომენდაცია გაეწია მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს, შალვა თადუმაძეს, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძეს, გიორგი მიქაუტაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ქეთევან ცინცაძეს, ალექსანდრე წულაძეს, ნინო ქადაგიძესა და ნუგზარ სხირტლაძე. ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რეკომენდაცია არ გაეწია თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯერანაშილსა და ზაზა თავაძეს.
რეკომენდირებულ 14-კაციან სიას უკვე პლენარულ სხდომაზე წარადგენენ,სადაც მოსამართლეების საბოლოოდ დამტკიცება და გამწესება მოხდება.