იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ სასამართლოს საკითხის განხილვის დროს არასამთავრობო სექტორს კლანი უწოდა. ეს მაშინ, როცა დეპუტატი ოხანაშვილი სასამართლოში ვერ ხედავს კლანს. რეფორმების ჯგუფში შემუშავებულმა ინიციატივამ დღეს იურიდიული კომიტეტი გაიარა. საინტერესოა, რომ ჯგუფში პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო მოსამართლე გვრიტიშვილი, რომელიც სასამართლო კლანის ერთ-ერთ გავლენიან წევრად მიიჩნევა. იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობოების მხრიდან დასმულ შეკითხვას უმრავლესობის წარმომადგენლის გაღიზიანება მოჰყვა.