პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კენჭი უყარეს ნინო სანდოძის, თეა ძიმისტარაშვილის, გენადი მაკარიძისა და თამარ ოქროპირიძის უვადოდ დანიშვნას.
კენჭისყრის პროცესს მმართველი პარტიის გარდა ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტია: მოქალაქეები და ევროპელი სოციალისტები. ოთხივე კანდიდატს უნდობლობა გამოუცხადა მხოლოდ მოქალაქეების დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
შემდეგი ეტაპი არის პლენარული სესია, სადაც საბოლოოდ უნდა უყარონ კენჭი ოთხივე მოსამართლის უვადოდ გამწესებას უზენაეს სასამართლოში.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებიან სახალხო დამცველი აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.