logo
ENG



იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს III მოსმენით მხარი დაუჭირა

12 სექ 202414:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/12/4cvgk7kvi1frvak.jpg

იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურსა და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ქართულ ოცნების ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქალისა და კაცის კავშირს განიხილავს, მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით დაემატოს: "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით".

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. 

4 სექტემბერს ქართული ოცნების 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ანტი-ლგბტ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ მოამზადა.


close დახურვა