logo
ENG



იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტებს შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით ესაუბრება

23 იან 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტებს შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით ესაუბრება. თეა წულუკიანის თქმით, თუკი ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს, მათ მოუწევთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის "გამოგლოვება". არადა 100/50 ზე მოდელი, ანუ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ინიციატივა, ოპოზიციისთვის მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, არაფორმალური მმართველის გავლენები და „ქართული ოცნების“ ყოფნა ხელისუფლებაში გახანგრძლივდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას განაგრძობენ და მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემის შეთავაზებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც აპირებენ.

წულუკიანის განცხადების ახსნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სცადა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია არაკოსტრუქციულობაში  დაადანაშაულა. 

წულუკიანის  ტონი არ გაკვირვებიათ ოპოზიციაში. „ოცნების“ ულტიმატუმის მიუხედავად ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის. პოლიტიკოსები ოცნების შეთავაზებას 100-5-ზე არ თანხმდებიან და ამბობენ, რომ ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი საარჩევნო სისტემა არ შეეცვალა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს,რომ ასეთ განცხადებებს ხელისუფლებიდან  წამსვლელი პოლიტიკური პარტია აკეთებს . 

მაშინ, როდესაც  მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მხარეები საბოლოოდ არაფერზე შეთანხმებულა ასეთი განცხადებები მიუღებელი და საგანგაშოა ექსპერტებისთვის.  

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზის გადასაჭრელად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ოთხი რაუნდი გამართა. „ქართული ოცნების“ ბოლო შეთავაზება 100 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს.


close დახურვა