logo
ENG



იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა

10 დეკ 201918:27
3 წუთის საკითხავი
 
bgdpuqo11q6cff8.jpg

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და შესთავაზა მასთან ერთად შეხვდეს რიგით პატიმრებს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი ორი წელია საქმიანობს და ციხეში, მხოლოდ ოთხჯერ, ისიც ცნობილ პატიმრებთანაა ნამყოფი.

„როცა აჯამებ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, მითუმეტეს პენიტენციალურ სისტემაში, მე მოველოდი, რომ კრიტიკას დაიმსახურებდა ის, რაც მართლა აწუხებს პატიმრებს. ეს არის სამედიცინო მომსახურების დროს რიგები. სახალხო დამცველმა ამის შესახებ იცის, რომ პატიმრები ოპერაციებს თვეობით ელოდებიან. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომ ეს ნომერ პირველი პრობლემა მომავალ წელს აღმოვფხვრათ. შესაბამისად, გაოცებას იწვევს ის, რომ ეს პრობლება ანგარიშში არ მოხვდა, სამაგიეროდ, ანგარიშში მოხვდა ის, რაც უფრო ლეგენდებს უკავშირდება, ვიდრე რეალობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს, ჯერ საბჭოთა და მერე ნაცმოძრაობის მიერ გადმობარებული. ის რომ ციხეებს აქვს სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს ბევრჯერ მითქვამს და ამას ახლაც ვამბობ. მე მინდა სახალხო დამცველს შევთავაზო, 15 დაწესებულებიდან, მათ შორის ე.წ. ზონებში, მასთან ერთად ვიზიტი გავმართო და ის იმედია შეხვდება რიგით პატიმრებს. რადგან ორი წელია საქმიანობს და სულ 4-ჯერაა ციხეში ნამყოფი, ისიც ცნობილ პატიმრებთან. არადა ის ბევრს საუბრობს რიგით პატიმრებზე, რომლებიც მას არ უნახავს. სჯობს მან ჩემთან ერთად ნახოს რეალური პატიმრები და რეალური პრობლემები. არანაირი კრიმინალური დაჯგუფებები არ მართავენ ციხეებს, ციხეებს მართავს სახელმწიფო. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ცდილობს დაჩაგროს მეორე ადამიანი, სახელმწიფო კი ცდილობს, ეს დროულად აღკვეთოს. ეს პრობლემა არის სხვანაირად აღქმული, ამიტომ ასჯერ გაგონილს სჯობს, ერთხელ ნახოს. მზად ვარ მასთან ეთერში ღია დებატებიც გავმართო. ის მემკვიდრეობა, რაც იუსტიციის სამინისტრომ გადმოიბარა, ზოგ ნაწილში არის დადებითი და ზოგ ნაწილში ძალიან რთული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


close დახურვა