logo
ENG



იუსტიციის სახლებში გარკვეული სერვისების მიღება დროებით შეფერხებულია

17 თებ 202316:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/17/d7at009mt141wvl.jpg

იუსტიციის სახლებში გარკვეული სერვისების მიღება დროებით შეფერხებულია. მათი განმარტებით, მიზეზი მათგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.

შეზღუდვა ეხება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. ასევე, ნაწილობრივ შეზღუდულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურება.

"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა