logo
ENG



იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

02 აგვ 202321:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/wj2nagdf6sdzpt0.jpg

თბილისის იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.

იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

"იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი"- ნათქვამია განცხადებაში.

2 აგვისტოს იუსტიციის სახლში ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.

 


close დახურვა