logo
ENG



იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი: სარიტუალო ქორწილები ვერ მოხერხდება

05 მაი 202010:05
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან მუშაობას აღადგენენ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრებიც.  თუმცა, სერვისებით სარგებლობა მოსახლეობას დაჯავშნის პრინციპით შეეძლებათ. ამისათვის მოქალაქეებმა პორტალზე Mygov.ge-ზე ადგილი უნდა დაჯავშნონ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ფილიალში შესვლას და სერვისის მიღებას.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამ ეტაპისთვის კვლავ გაუქმებულია სარიტუალო წესით ქორწინების რეგისტრაცია. 

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის სოსო გიორგაძის თქმით, ჯერჯერობით ვერ მოხდება სარიტუალო წესით ქორწინება.

„მომხმარებელმა წინასწარ უნდა დაჯავშნოს ვიზიტი მისთვის სასურველ ფილიალში. ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია პორტალიდან MYGOV.GE. რის შემდეგაც მას მიუვა ტელეფონზე შეტყობინება და ამის შემდეგ შეძლებს მომსახურების შექმნა. ეს სმს, ერთგვარი საშვია. სარიტუალო წესით ქორწილების რეგისტრაცია ვერ მოხდება, რადგან არ მოხდეს ხალხმრავლობა“, - განაცხადა გიორგაძემ.


close დახურვა