logo
ENG



იუსტიციის სკოლაში მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს

27 ივნ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ.

"სასამართლო კორპუსი ძალიან არის შეწუხებული იმ უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმებით, რომელიც ხორციელდება ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ. ამას კრიტიკა აღარ ჰქვია, ეს არის ლანძღვა. ძალიან ცუდი მეთოდებით ებრძვიან სასამართლოს და ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში არავინ ინტერესდება თუ რა დადებითი ცვლილებები ხდება სასამართლოს კუთხით. ამ ყველაფერზე დღეს ვიმსჯელებთ", - ლევან მურუსიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

 


close დახურვა