იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალო წევრი ჰყავს. სერგო მეთოფიშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჩაანაცვლა. მას კენჭი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე უყარეს და 224 ხმით აირჩიეს.
კორონავირუსის საფრთხის გამო კონფერენციაზე მხოლოდ ეს ერთი საკითხი განიხილებოდა, დანარჩენი საკითხები დღის წესრიგიდან მოიხსნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, ახალი წევრის არჩევა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო საკითხია და ამიტომ კენჭისყრა აუცილებელი გახდა.
სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 4-წლიანი ვადა 18 მარტს გასდის. ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.