logo
ENG



იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნა გრძელდება - ამერიკის ელჩი რეფორმას ითხოვს

25 მაი 202120:41
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დღეს ისეთი კატეგორიული აღარ იყო, როგორც გუშინ. დიმიტრი გვრიტიშვილის ტონი მას შემდეგ შერბილდა, რაც გუშინ შეერთებული შტატების ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ ბრიფინგზეც ილაპარაკა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციისა და საბჭოს მოსამართლე წევრთა დანიშვნის გადადებას სთხოვენ. საბჭოს წევრების ამ ეტაპზე დამტკიცება შარლ-მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგაბა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სასამართლო  ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული, ამიტომ პროცესზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ პარტიას აკისრებენ. 


close დახურვა