იუტას შტატში რობერტ რედფორდის მიერ დაფუძნებული „სანდენსის“ კინოფესტივალი გაიხსნა. მომდევნო 10 დღის განმავლობაში 128 ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.
ფესტივალის პირველ დღეს კი ტეილორ სვიფტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების შესახებ, რომელიც „ნეტფლიქსმა“ მიშელ და ბარაკ ობამების საპროდიუსინგო კომპანიასთან ერთად გადაიღო.
სანდენსის კინო-ფესტივალზე დასწრებას აპირებს ჰილარი კლინტონი. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ასევე ახალ დოკუმენტური ფილმს წარადგენს. ფესტივალი 2 თებერვალს იხურება.