გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია. მას ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად შაბათს წარადგენს.
რა სტატუსით ითანამშრომლებს უგულავა ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის წევრიც არ არის, ჯერ უცნობია. პარტიაში დეტალებს არ აზუსტებენ, თუმცა ამბობენ რომ ის გამოცდილი და ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატია.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ელის, რომ გიგი უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი იქნება.