logo
ENG



იქნება თუ არა ზაფხული 2020 - როგორ ემზადებიან კურორტები სტუმრების მისაღებად

24 მაი 202019:55
3 წუთის საკითხავი
 

იქნება თუ არა 2020 წლის ზაფხული? ეს შეკითხვა ცოტა ხნის წინ ბევრ ჩვენგანს აწუხებდა. ზაფხული იქნება, და უფრო მეტიც, ქვეყანას უცხოელი ტურისტების მიღებაც აქვს გადაწყვეტილი.

საქართველო ტურისტულად მიმზიდველ და რაც მთავარია, უსაფრთხო ადგილად პოზიციონირდება. სანამ დამღლელი კარანტინის შემდეგ მოსახლეობა დასვენებას გადაწყვეტს, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეგულაციები არის მკაცრი, განსაკუთრებით, მცირე ზომის დახურული რესტორნებისთვის. მაგალითად, ერთ მაგიდასთან ვერ მოხვდება 6 ადამიანზე მეტი, დაცული უნდა იყოს 2 მეტრამდე დისტანცია და უზრუნველყოფილი ბუნებრივი ვენტილაცია.

ასევე გართულდება ჰოსტელების მუშაობაც, ვინაიდან რეკომენდაციის მიხედვით, იკრძალება ორსართულიანი საწოლების გამოყენება. ეს კი განსაკუთრებით სტუდენტობისთვის იაფ გამოსავალს წარმოადგენდა. 

კიდევ რას უნდა ველოდეთ ამ მხრივ, შენარჩუნდება თუ არა ტურიზმის სფეროში 150 ათასი სამუშაო ადგილი, მომავალ კვირას გავიგებთ, როდესაც საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს ოფიციალურად წარმოადგენს. 

"დროების" გადამღები ჯგუფი ზღვისპირეთს სტუმრობდა იმის გასარკვევად, თუ როგორი სამზადისია ბათუმში, ურეკსა და ანაკლიაში, ასევე იმის დასადგენად, როგორი და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ამ სეზონზე დასვენება წესებით. 


close დახურვა