logo
ENG



იყო მინისტრი და კომიტეტშიც არ მოდიოდე, სასაცილოც აღარაა - ტიკარაძე პარლამენტში აღარ მივა

03 ივნ 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში არ მივა. მინისტრმა სხდომის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა.

ტიკარაძეს დამოუკიდებელი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 18 მაისიდან იბარებენ, რეგლამენტის თანახმად კი მინისტრი კომიტეტში დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

"ერთი კვირით ადრე უნდა მოემართა. თუ იმას ელოდებიან, რომ თანამდებობიდან მოხსნიან და მისნიტრი აღარი იქნება ივნისში, მაშინ თქვას. თანამდებობაზე იყოს მინისტრი უკვე წელიწაზე მეტი და კომიტეტშიც არ მოდიოდეს, ეს სასაცილოც აღარაა. ივნისის ბოლო კვირა გაუგებარი თარიღია, ტურისტად თუ აპირებს სადმე წასვლას არ ვიცი. საქმიანი ვიზიტები ჩაკეტილია და დაგვიანებულიც იქნება ის შეკითხვები, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ",-აცხადებს ლევან კობერიძე. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე ეკატერინე ტიკარაძის მხრიდან მსგავსი ქმედება რეგლამენტის დარღვევაცაა, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

"მინისტრს აქვს თავისი ვალდებულებები, რაშიც შედის პარლამენტის წინაშეც ინფორმაციის წარდგენა, მით უმეტეს პროფილურ კომიტეტში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ მინისტრი რამეს წყვეტს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის მინისტრია და პარლამენტში უნდა მოდიოდეს. არ ვიცი სხვა შემთხვევა ქვეყნებში, როცა პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში არ ყოფილა. როცა მინისტრი არ მოდის, ეს რეგლამენტის დარღვევაცაა და ამაზე უნდა იყოს პარლამენტის შეაგირებაც",-აცხადებს გიგი წერეთელი.


close დახურვა