უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე არასწორ გადაწყევტილებად აფასებს კანონპროექტის ჩავარდნას. მისი თქმით, რომ არა თავისუფალი კენჭისყრა "ქართული ოცნების" დაშლის საშიშროება იდგა.
"ძალიან ცუდია. პარლამენტმა მიიღო მძიმე გადაწყევტილება იმით, რომ არ მიიღო სწორი გადაწყევტილება. ძალიან ბევრ რამეზე მჭირდება დაფიქრება. განსახვავებით ჩვენი ოპონენტებისგან გამოჩნდა, რომ ჩვენი წევრები მონები არ არიან. რეაქცია მივიღეთ შესაბამისი. მთავარი იყო შეგვენარჩუნებინა უმრავლესობა, რადგან ქვეყანას სტაბილური მთავრობა სჭირდება. უმრავლესობა რომ არ დაშლილიყო, ამიტომ თავისუფალი კენჭისყრა გადაწყდა. იყო საშიშროება დაშლილიყო "ქართული ოცნება",-აცხადებს ზოიძე.