logo
ENG



კავშირი სოციალურ შემწეობებსა და პოლიტიკურ პროცესებს შორის - ჟურნალისტური კვლევის შედეგები

03 მარ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

რა კავშირია სოციალურ შემწეობებსა და პოლიტიკურ პროცესებს შორის, - ჟურნალისტური კვლევით დგინდება, რომ სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მატულობს. ამ ზრდამ 20% შეადგინა წინა საპარლამენტო არჩევნებისას. არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ კი არსებული პრაქტიკით, სახელმწიფო ბენეფიციართა რაოდენობას ისევ შეამცირებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახები არჩევნების შემდეგ დახმარების გადახედვის შიშით ცხოვრობენ. მათ მოლოდინს კი ის ტენდენცია იწვევს, რომელიც ბოლო წლებია, მუდმივად ახლავს თან არჩევნებს. დახმარების წყვეტა კი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის.

საქართველოში  გაეროს მონაცემებით ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.  ყოველი მეათე ოჯახი კი სოციალურ შემწეობას იღებს. უფრო ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარების მომლოდინეთა რიგებში არიან. 


close დახურვა