logo
ENG



კაზინოში გაზის გაჟონვა ხიზანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული გაზსადენის გამო მოხდა-თბილისი ენერჯი

22 ოქტ 201907:55
3 წუთის საკითხავი
 
xugmagcgtu4ga2r.png

გლდანში, კაზინოში გაზის გაჟონვა ხიზანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული გაზსადენის გამო მოხდა. როგორც „თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადენი ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაზმა კაზინოსა და აფთიაქში ვენტილაციის არხებით შეაღწია. ამის შემდეგ კომპანიამ ონკანები გადაკეტა. რაც შეეხება მოწამლულებს, 4 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი ამ დრომდე გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში რჩებიან.   

"4 გოგონა არის, აღენიშნებოდათ გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა. მოთავსდნენ გადაუდებელ დეპარტამენტში, აღებულ იქნა ლაბორატორიული კვლევები, ტოქსიკოლოგის მიერ იქნა ჩატარებული კონსულტაცია. მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება, პაციენტის მდგომაროება სტაბილურია,"-აცხადებს დაშავებულების მკურნალი ექიმი ლალი ეგაძე.


close დახურვა