logo
ENG



კაკუბავა კალანდიას განაჩენზე: ნაცმოძრაობამ და სარალიძემ ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელა

25 თებ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

ხორავას ქუჩის საქმეზე ბერალდებული, მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კაკუბავას თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მისივე განცხადებით სარალიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო გარიგებული და მათ ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს.

„არ ველოდი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მართლმსაჯულება აქეთკენ მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება ნაცმოძრაობამ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს, ხელისუფლება არის უნიათო ალბათ არ არსებობს ხელისუფლება საქართველოში“,-განაცხადა ბორის კაკუბავამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა.  თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 

 


close დახურვა