logo
ENG



კაკულია სესხების გადავადებაზე: ეს შესაფასებელია ეროვნული ბანკის მიერ

18 მაი 202017:52
3 წუთის საკითხავი
 

საბანკო სესხების გადავადებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მოთხოვნას, უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. როგორც რომან კაკულია აცხადებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის დროს სამსახურები დაკარგეს, საბანკო ვალის გადახდის სამი თვით გადავადება საკმარისი არ არის, თუმცა კვლავ გადაავადებენ თუ არა ბანკები სესხების გადახდას ეს მათზეა დამოკიდებული, ვინაიდან კაკულიას თქმით, სესხების გადავადება ბაკნებისთვისაც შემოსავლების დანაკლისი იყო.

„მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ეს დრო საკმარისი ალბათ ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს შემოსავლების დანაკლისი იყო. მათ ვთხოვთ რომ აქტიურად ჩაერთონ განვითარების პროცესებში. ეს შესაფასებელია ეროვნული ბანკის მიერ და ამის გათვალისწინებით რამდენად შეუძლიათ ბანკებს ეს. ახლა უნდა შეაფასონ, იქიდან გამომდინარე რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლის დაკარგვით“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, 13 მარტს ცნობილი გახდა რომ მოქალაქეებს სესხები სამი თვით გადაუვადებოდათ აღნიშნულზე გადაწყვეტილება საბანკო სექტორმა ხელისუფლებასთან ერთად ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია როგორ გაგრძელდება მოქალაქეებისთვის სესხის გადავადება.

ასევე შეგახსენებთ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას სესხების გადავადებისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა