11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია.
პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ქართული ოცნების წევრი, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იქნება.
ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მხარს სანიკიძის კანდიდატურას დაუჭერს.
"დავსხედით, ვისაუბრეთ. უმრავლეს შემთხვევაში განვითარების საერთო ხედვები გვაქვს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ წარვდგებით, როგორც ერთი გუნდი, გუნდი, რომელსაც კალათბურთის განვითარება, სიმშვიდე, სიწყნარე უნდა. კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრული შემადგენლობა კალათბურთის სამსახურში. ჩემთვის კი რომელიმე თანამდებობა და სავარძელი არასდროს ყოფილა პანაცეა და თვითმიზანი. მე ვრჩები ჩემს გუნდთან, ამ ადამიანთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანამ იამაყოს კალათბურთით". - თქვა პაატა გურასპაულმა.