logo
ENG



კალანდიას მამა: ოცნებამ თავიანთი ჩა**ული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი

25 თებ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 

„ოცნებამ თავიანთ ჩა**ული საქმე ვერ გამოასწორა“, - ამ განცხადებას მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილისთვის 15-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ აკეთებს.

„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ. "ოცნებამ" თავიანთი ჩა**ული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. 

რაც შეეხება მიხეილის ძმას, ლუკა კალანდიას, ის აცხადებს, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არის არაობიექტური, მიკერძოებული და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე.  ეს დადასტურდა დღეს. სამსაათიანი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ მიხეილი უდანაშაულო იყო, დღეს მოსამართლე გვეუბნება, რომ 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ეს არის პოლიტიკური დავალება“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ თენგიზ კალანდიამ.

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მიხეილ კალანდიას ოჯახი საქმის გასაჩივრებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.


close დახურვა