logo
ENG



კალასი: რუსეთი 3-5 წელში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის

16 იან 202413:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/536qej42cit9iiw.jpg

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

ამის შესახებ კალასმა The Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად შეძლებს დასავლეთი ერთიანობის შენარჩუნებას.

მსგავსი შინაარსის სტატია გერმანულმა გამოცემა Bild-მაც გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2025 წლის გაზაფხულზე.

სტატიის თანახმად, NATO-ში უკვე მიმდინარეობს სამზადისი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაზე თავდასხმას გადაწყვეტს.


close დახურვა