logo
ENG



კალასი: საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით

16 მარ 202611:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/16/0f834im9ch1xbxn.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის განცხადებით განიხილავენ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"განვიხილავთ საქართველოს საკითხს, სიტუაცია უფრო მეტად სერიოზული ხდება სწორედ ამიტომ 6 მარტიდან ამოქმედდა სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ მეტი რისი გაკეთება შეიძლება, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით" - თქვა კალასმა 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელობენ.

შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.


close დახურვა